ფაილების კატალოგი
Gomelauri :)
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (20.4 Kb)
]
| 02.09.2011, 17:33 |
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები… როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები… მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები… მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები… მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?))
|
კატეგორია: ლექსები | დაამატა: EmmY
|
ნანახია: 730 | რამოტვირთვები: 27
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|