სამშაბათი, 16.04.2024, 19:55
მოგესალმები სტუმარი | RSS


ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » ლექსები

ქალი ვარ მაინც...<3
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (127.5 Kb) ] 02.09.2011, 16:23

Download: eType1.com/f.php?Fj3Fog
გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში,
მზეს არშიებით მოექარგა ყოველი ტოტი
და ვით გალობა იადონთა,რაკრაკი წყალთა,
რძისა და თაფლის მდინარეთა, მესმოდა ყურში.
დაცვარულ ნაყოფს ვერ მოვწყვითე ვერაფრით თვალი,
ყელზე სამწყებად შემოხვეულ მაცდურს ვემონ
ე და ვით პატარა იმ ბრჭყვიალა სათამაშოთი,
მე მოვიხიბლე..
გცოდე უფალო,და ამ ცოდვით სამოთხე დავთმე,
ვიცი შენდობა არა მაქვს ალბათ,და იმ დილიდან,
 როს პირველად ვიგემე ცოდვა,
მტირალი დავალ..
და იმ დღიდან ყველა ქალის ტკივილი დამაქვს,
ქურდის, მეძავის, უბრალოდ მდედრის,
ტკივილი შობის,ტკივილი შურის,
გავიზიარე მე მათი ხვედრი.
და იმ დღიდან თითქოს ზურგით დოლაბი დამაქვს,
გადავიტანე ყველა ბრძოლა და ყველა ომი
და ვით ფარვანა ფრთადამწვარი, ფარფატით დავალ,
თავზე დამენგრა ყველა სახლი და ყველა ქოხი
,თუმცა მაცვია ახლა უკვე სულ სხვა სამოსი,
ვერ დავიფარე სულის სიშიშვლე,
ეს მერამდენედ გცოდე უფალო,
რამდენი კაცის ცოდვა ვიშიშვლე.
ვიცი შეგცოდე,არაფერს ვითხოვ..
უბრალოდ ისევ მომენატრა,
როგორც წარსულში,
თავი ჩაგიდო კალთაში მშობელს
,თუ მიმიღებდი ღვთის სიტყვის მგმობელს
,ისევე როგორც გუშინ, გუშინწინ..
როცა გვირილებს ვიწნავდი თმაში 
დაცხელ ქვიშაში ნაფეხურებს ვითვლიდი მამის..
არაფერს ვითხოვ,
თავს ჩაგიდებ კალთაში მხოლოდ,
დავიღალე და მოველი ნუგეშს,
ალი ვარ მაინც.
კატეგორია: ლექსები | დაამატა: nini
ნანახია: 632 | რამოტვირთვები: 20 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები