სამშაბათი, 23.04.2024, 23:04
მოგესალმები სტუმარი | RSS


ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » ლექსები

წვიმად მოვედი გუშინ : )
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (47.9 Kb) ] 02.09.2011, 16:42
წვიმად მოვედი გუშინ
ღრუბელს მოვტაცე ცრემლი
ჩამოგეღვენთე ღაწვზე
შვილი ცისა და ელვის
შენ გაიკვირვე თითქოს
ვყოფილიყავი უცხო
ვერ მიხვდი ციდან მიწას
ვით ჩამოვედი უფრთოთ
რამ მომანდომა შენთან
ვინ დამავიწყა თავი
დამათმობინა ზეცა
შემყარა მიწა ავი
გვიან მიმიხვდი ცქერით
შენი ვიყავი სატრფო
ღრუბლებისფერი ფერი
ფერთა ქარბუქში მარტო
და გამიღიმე შენი
სული მზესავით ქველი
დამტოვე ღაწვზე შენთან 
შვილი ცისა და ელვის
კატეგორია: ლექსები | დაამატა: nini
ნანახია: 757 | რამოტვირთვები: 26 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები